საიტი დეველოპმენტის პროცესშია

@arisefdn    support@ucompass.ge

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გთავაზობთ პლატფორმის არქივს რომელსაც შენარჩუნებული აქვს საიტის თავდაპირველი ფორმა და სახე, რომელიც 2023 წელს დავამზადეთ. მას შემდეგ პლატფორმა 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გატესტა და დაგვიბრუნა უკუკავშირი, რის შემდეგაც წარვუდგინეთ განათლების სამინისტროს საიტის ხელახლა განვითარების გეგმა და დავიწყეთ ხელახალი დეველოპმენტი. ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად გადავწყვიტეთ საიტი სრულიად ახლიდან შევქმნათ და ჩავუშვათ, ვინაიდან ახლანდელი ძრავა მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ხელახალი დეველოპმენტის პროცესში საიტი, მის თავდაპირველ ფორმაში დაარქივებულია xyz დომეინზე, ამიტომ შესაძლოა ზოგიერთმა ბმულმა არ იმუშაოს. ამ შემთხვევაში გადამისამართების შემდეგ .ge დაბოლოება შეცვალეთ .xyz-თ. მაგალითად: https://ucompass.ge/?p=547 >>> https://ucompass.xyz/?p=547​

საიტის სანახავად ჩამოსქროლეთ

კარიერული გზამკვლევი მოსწავლეებისთვის

Ucompass გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, თავად აღმოაჩინოთ საკუთარი პოტენციალი და მიდრეკილებები. ჩვენი სპეციალურად შექმნილი ქვიზის საშუალებით, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ალგორითმებს, შეძლებთ განსაზღვროთ თქვენი პიროვნული მახასიათებლები და შესაბამისად, მიიღოთ რჩევები იმის შესახებ, თუ რომელ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტში შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას. 

გაიარეთ ჩვენი შედგენილი ქვიზი

ჩვენ შევქმენით უნიკალური ქვიზი, რომელიც შედგება 45-ზე მეტი გულდასმით შერჩეული შეკითხვისგან. ეს კითხვები მოგვცემს საშუალებას, ღრმად ჩავიხედოთ თქვენს პიროვნებაში და გავაანალიზოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ინტერესები და მიდრეკილებები. ქვიზის დასრულების შემდეგ, ჩვენი თანამედროვე ალგორითმი დაამუშავებს თქვენს პასუხებს და წარმოგიდგენთ ინდივიდუალურად მორგებულ რეკომენდაციებს იმ ფაკულტეტების შესახებ, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს უნიკალურ პროფილს. მზად ხართ აღმოაჩინოთ თქვენი მომავალი?

ფაკულტეტებზე დეტალური ინფორმაცია

ჩვენი ალგორითმის მიერ შემოთავაზებული ფაკულტეტების სიის მიხედვით, თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თითოეული ფაკულტეტის შესახებ. ეს ინფორმაცია მოიცავს:

© 2026 ucompass - ყველა უფლება დაცულია   | By Arise FDN